loading...
loading...

დღეიდან გეები სიკვდილით დაისჯებიან [PRIMETIME]


ბრუნეის სახელმწიფოში დღეიდან ახალი კანონი ამოქმედდა. ჰომოსექსუალებს შორის სქესობრივი კავშირი სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება და სიკვდილით, კერძოდ კი, ჩაქოლვით დაისჯება.

აზიური სახელმწიფოს ახალი კანონი სხვა დანაშაულებს და სასჯელებსაც მოიცავს:

სიკვდილით დაისჯება ქორწინებაში მყოფი პირის სქესობრივი კავშირი მესამე პირთან, გაუპატიურება და სოდომია; ქურდობის შემთხვევაში კი, სასჯელის სახით, კიდურის ამპუტაციაა გათვალისწინებული.

ახალი კანონის შემოღებასთან დაკავშირებით, ბრუნეის სულთანი ჰასანალ ბოლკიაჰი საჯარო სიტყვით გამოვიდა და განაცხადა : „მსურს ჩვენს ქვეყანაში ისლამური სწავლება და წესები უფრო ძლიერი გახდეს.“

ჰომოსექსუალობა ბრუნეიში ახალი კანონის შემოღებამდეც დანაშაულად ითვლებოდა და 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.

ბრუნეის ლგბტ თემმა შეშფოთება გამოხატა, ახალ კანონთან დაკავშირებით, და მას „შუა საუკუნეების სასჯელი“ უწოდა.

„იღვიძებ და ხვდები, რომ შენი მეზობელი, ოჯახი, შენს მეზობლად მცხოვრები კეთილი მოხუცი ქალბატონიც კი, ადამიანად აღარ მიგიჩნევენ და ფიქრობენ, რომ შენი ჩაქოლვა ნორმალურია,“- განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა გეი მამაკაცმა BBC-სთან საუბარში.

ბრუნეის ახალი კანონის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს ჰოლივუდის ვარსკვლავებმა და ცნობილმა სატელევიზიო ფიგურებმა. ტელეწამყვანმა ელენ დეჯენერესმა სოციალურ ქსელში განაცხადა:

„ბრუნეის სახელმწიფო ჰომოსექსუალების ჩაქოლვას იწყებს. რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, გთხოვთ ბოიკოტი გამოუცხადოთ იმ სასტუმროებს, რომლებიც ბრუნეის სულთანის საკუთრებაშია. ავიმაღლოთ ხმა და გავავრცელოთ ეს ინფორმაცია.“

ელენმა სასტუმროების სიაც გამოაქვეყნა, რომლებიც აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, საფრანგეთსა და იტალიაში მდებარეობს. კამპანიას უკვე შეუერთდა მსახიობი ჯორჯ ქლუნი.

Comments

საიტის პოპულარული სტატიები

რა მოხდა 2008 წელს - ,,ბევრმა არ იცის რატომ ვერ დაბომბა რუსეთმა თბილისი“

loading...

ყველაზე პოპულარული სტატიები

რა მოხდა 2008 წელს - ,,ბევრმა არ იცის რატომ ვერ დაბომბა რუსეთმა თბილისი“

მართვის მოწმობები უქმდება

რატომ აწამეს 13 წლის მოზარდი ლიფტში? მოძალადე ბავშვს უყვიროდა, რომ ის იყო ეშმაკის შვილი - რას ჰყვებიან ლიფტში თავდასხმის შედეგად დაშავებული მოზარდის ახლობლები

- ხორავას ქუჩაზე, ცივი იარაღით დაჭრილი მოზარდები არიან, პანიკური ზარია, იჩქარეთ!

სპეცოპერაციისას გარდაცვლილი დამნაშავეების ფოტოები