რა მოხდა 2008 წელს - ,,ბევრმა არ იცის რატომ ვერ დაბომბა რუსეთმა თბილისი“
,,არასოდეს არ ვიფიქრებდი, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველოში იქნება ხალხი, რომელიც საჯაროდ ეცდება რუსეთის გამართლებას ამ ომისთვის. მაგრამ, მართალს ამბობენ : არასოდეს არ თქვა არასოდეს. ჭკვიანური სახეებით ეს ნაძირლები ქადაგებენ, რომ თურმე რუსეთმა გამოაჩინა კეთილი ნება და 2008 წელს არ აიღო თბილისი და ამისთვის თურმე ჩვენ მუდმივად მადლიერები უნდა ვიყოთ.
რუსეთი გააჩერა ქართულმა ჯარმა, საერთაშორისო მხარდაჭერამ და აშშ-ს გადადგმულმა კონკრეტულმა ნაბიჯებმა.
ბევრმა არ იცის, მაგრამ ერაყში მყოფი ჩვენი ბრიგადა თბილისში დაბრუნდა ამერიკული სამხედრო თვითფრინავებით, რაც ომის პირობებში იყო პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერა ამერიკის მხრიდან.
ბევრმა არ იცის, რომ თბილისის აეროპორტი რუსეთმა ვერ დაბომბა იმიტომ, რომ ასაფრენ ბილიკებზე იდგნენ ამერიკული ჰერკულესები (სატვირთო თვითფრინავები)
ბევრმა არ იცის, რომ 14.08.08 იორდანიიდან გამოფრენილ ჰერკულესებს მოყვებოდა ავია გამანადგურებლები.
ბევრმა არ იცის, რომ ავიაგამანადგურებლების მეთაურის ფრაზამ, რომ რუსული თვითფრინავების ნებისმიერი აქტიურობა ქართულ ცაში იქნება აღქმული როგორც იერიში ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ჩაკეტა საქართველოს საჰაერო სივრცე რუსული თვითფრინავებისთვის.
ბევრმა არ იცის , რომ “აშშ-ს ჰუმანიტარულ მისიას საქართველოში” ოფიციალურად ხელმძღვანელობდა აშშ-ს თავდაცვის მინისტრი გეიცი.



..სპექტაკლის პრემიერა,რომლის მაყურებლებიც კი არ ვართ ქართველები....
ReplyDeleteეს შაშკინი რა ქართველების მხარდასაჭერად აულაპარაკებია ამ ჟურნალისტს )))
ReplyDeleteამდენი რამე თუ გვქონდა, გაგვეყარა გვირაბს იქით რუსის ჯარი და ჩაგვეკეტა საზღვარი, რაღა გორამდე დავაპყრობინეთ საქართველო, ის იმხელა ტერიტორია უმნიშვნელო იყო? არღარ გვინდოდა?
ReplyDeleteმართლაც...
Deleteბევრმა არ იცის და ბევრმა არ იცისო... მერე და ამ ბევრმა რატომ არ იცის შაშკინ?! რატომ არ გიჩნდება ლოგიკურად ეს კითხვა?!
ReplyDelete