loading...
loading...

წერილი დათო ქაცარავას - მე ილია ვარ, 12 წლის, მამა არ მყავს, თორემ მას ვთხოვდი დახმარებას


ჯომარდობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დათო ქაცარავა სოციალური ქსელის პირად გვერდზე ავრცელებს 12 წლის ილიას წერილს, რომელიც ქაცარავას ბორჯომში, ცეცხლის ჩასაქრობად წაყვანას სთხოვს:


„მე ილია ვარ. 12 წლის. მამა არ მყავს, თორემ მას ვთხოვდი დახმარებას. ჯერ არდადეგები მაქვს. ხვალ ყვარელში მივდიოდით მე და დედა. არ წავალ.
დავდივარ ფეხბურთზე, დავდიოდი კარატეზე. სუსტი არ ვარ. დედას უკვე შევუთანხმდი.
თვითონაც მთელი ომი აქვს გავლილი.
მითხრა, რომ თუ თქვენს გვერდით მამყოფებთ, აუცილებლად გამომიშვებს ხანძრების ჩასაქრობად.
რამდენიმე კვირის უკან ჩემს ვენახშიც გააჩინეს ხანძარი. ძალიან გავმწარდი. გთხოვთ, წამიყვანეთ ცეცხლის ჩასაქრობად. დამიჯერეთ, აუცილებლად გამოგადგებით.
გელოდებით“,
 - წერს 12 წლის ილია, რასაც დათო ქაცარავა ამგვარად პასუხობს:


„ილო!!! შენ ხარ კაცი!!!
მავსებს ემოცია და ვგრძნობ, ვხვდები, რომ ეს ქვეყანა გადარჩება!!!
ბედნიერი ვარ და მადლობა, რომ ხარ!!!
შენმა სიტყვებმა შემმატა მხნეობა და ძალა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ბრძოლას აქვს აზრი!!!
მიგულე შენს მეგობრად და თანამებრძოლად!!!
ძალა ერთობაშია და შენ ეს იცი!!!!
იმედია, უფროსი თაობა ბევრ რამეს ისწავლის შენგან!!!",
 - წერს დათო ქაცარავა. 

Comments

საიტის პოპულარული სტატიები

რა მოხდა 2008 წელს - ,,ბევრმა არ იცის რატომ ვერ დაბომბა რუსეთმა თბილისი“

loading...

ყველაზე პოპულარული სტატიები

რა მოხდა 2008 წელს - ,,ბევრმა არ იცის რატომ ვერ დაბომბა რუსეთმა თბილისი“

მართვის მოწმობები უქმდება

რატომ აწამეს 13 წლის მოზარდი ლიფტში? მოძალადე ბავშვს უყვიროდა, რომ ის იყო ეშმაკის შვილი - რას ჰყვებიან ლიფტში თავდასხმის შედეგად დაშავებული მოზარდის ახლობლები

- ხორავას ქუჩაზე, ცივი იარაღით დაჭრილი მოზარდები არიან, პანიკური ზარია, იჩქარეთ!

სპეცოპერაციისას გარდაცვლილი დამნაშავეების ფოტოები