loading...
loading...

დავით სარალიძის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი სასულიერო პირის შვილია


ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი სასულიერო პირის შვილია. პირველ დეკემბერს ჩხუბის 23 მონაწილიდან ერთ-ერთი დავით მენაბდე იყო, დეკანოზ შიო მენაბდის შვილი. აღნიშნულ ინფორმაციას ,,კურიერი” ექსკლუზიურად ავრცელებს.

დავით მენაბდე დაპირისპირების დროს დაიჭრა, თუმცა, ვინ მიაყენა მას ჭრილობა, “კურიერის” მიერ მოპოვებულ საქმის მასალებში არ ჩანს.

მისი დაჭრის ფაქტზე პასუხისგებაში არავინ მიუციათ. საქმეში არსებობს ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ მოკლულ დავით სარალიძეს ხორავას ქუჩის ფარდულში დავით მენაბდე ვერცხლისფერ საგანს ურტყამდა. იყო თუ არა ეს დანა, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს.

სასამართლო დარბაზში ჩხუბის უშუალო მონაწილე და მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული ახალგაზრდა ყვება, რომ მასთან ერთად სისხლიან გარჩევაში დეკანოზ შიო მენაბდის შვილი მონაწილეობდა.

“კურიერის” მიერ მოპოვებულ ჩვენებაში ერთ-ერთი ბრალდებული აცხადებს, რომ დავით სალარიძეს ვერცხლისფერ საგანს სწორედ ეს პირი ურტყამდა.

Comments

საიტის პოპულარული სტატიები

რა მოხდა 2008 წელს - ,,ბევრმა არ იცის რატომ ვერ დაბომბა რუსეთმა თბილისი“

loading...

ყველაზე პოპულარული სტატიები

რა მოხდა 2008 წელს - ,,ბევრმა არ იცის რატომ ვერ დაბომბა რუსეთმა თბილისი“

მართვის მოწმობები უქმდება

რატომ აწამეს 13 წლის მოზარდი ლიფტში? მოძალადე ბავშვს უყვიროდა, რომ ის იყო ეშმაკის შვილი - რას ჰყვებიან ლიფტში თავდასხმის შედეგად დაშავებული მოზარდის ახლობლები

- ხორავას ქუჩაზე, ცივი იარაღით დაჭრილი მოზარდები არიან, პანიკური ზარია, იჩქარეთ!

სპეცოპერაციისას გარდაცვლილი დამნაშავეების ფოტოები