loading...
loading...

"იდი ნა ხ..." - ოზურგეთის ბაზრის მფლობელი, ვიცე-მერს ოფიციალური წერილით პასუხობს


"იდი ნა ხ..." - ამ შინაარსის წერილით უპასუხა ოზურგეთის ბაზრის მფლობელმა ქალაქის ვიცე-მერს, რომელიც მუნიციპალიტეტის ხელმძღვაბელობას ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებს.

ბიზნესმენი ზურაბ გობრონიძე ამტკიცებს, რომ ოზურგეთის მერი მას ბაზრის წართმევით ემუქრება. მხარეებს შორის ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ უცენზურო ოფიციალურ მიმოწერაში გადაიზარდა.

ერთ-ერთი ასეთი არაკორექტული წერილი ბიზნესმენმა ვიცე-მერს მიწრა. ზურაბ გობრონიძე სასამართლო სარჩელს ამზადებს.

„კი მე დავბეჭდე. ამოვბეჭდე და ხელი მოვაწერე. ადამიანი რომ რამეს გართმევს, კარგი პასუხი გექნება მისთვის? შევხვდით და დამემუქრა რომ „წავიღებთ ბაზარს.“ ხალხს აბუნტებს. ქალაქის მერიიდან არის ზეწოლები,“-ამბობს გობრონიძე.

ოზურგეთის მერი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. კონსტანტინე შარაშენიძე ამბობს, რომ ზეწოლას ბაზრის დირექტორზე ადგილი არ ჰქონია.

„გასაკვირია რატომ ატეხეს ასეთი აჟიოტაჟი. ეტყობა, რაღაც არის თავიანთი მხრიდან. დარწმუნებული არ არიან, რომ რაღაც წესრიგში აქვთ. ჩვენ არანაირი ზეწოლა არ გაგვაჩნია, ეს არის თავიანთი მხრიდან ატეხილი აჟიოტაჟი,“-ამბობს შარაშენიძე.


განცხადების ფოტოს "გურია ნიუსი"ავრცელებს.

Comments

საიტის პოპულარული სტატიები

რა მოხდა 2008 წელს - ,,ბევრმა არ იცის რატომ ვერ დაბომბა რუსეთმა თბილისი“

loading...

ყველაზე პოპულარული სტატიები

რა მოხდა 2008 წელს - ,,ბევრმა არ იცის რატომ ვერ დაბომბა რუსეთმა თბილისი“

მართვის მოწმობები უქმდება

რატომ აწამეს 13 წლის მოზარდი ლიფტში? მოძალადე ბავშვს უყვიროდა, რომ ის იყო ეშმაკის შვილი - რას ჰყვებიან ლიფტში თავდასხმის შედეგად დაშავებული მოზარდის ახლობლები

- ხორავას ქუჩაზე, ცივი იარაღით დაჭრილი მოზარდები არიან, პანიკური ზარია, იჩქარეთ!

სპეცოპერაციისას გარდაცვლილი დამნაშავეების ფოტოები