კადრები - ზესტაფონში მატარებელი ავტობუსს დაეჯახა. არიან დაშავებულები
ზესტაფონში, სოფელ სვირის გადასახვევთან მატარებელი მიკროავტობუსს დაეჯახა.
დაშავებულია მიკროავტობუსის მძღოლი და 7 მგზავრი, რომლებიც ზესტაფონის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლი შეუძლოდ გახდა, რის გამოც საჭე ვერ დაიმორჩილა, ჩაკეტილ შლაგბაუმს შეეჯახა და ლიანდაგებზე გადავიდა, ამის შემდეგ კი გაჩერებულ მიკროავტობუსს მატარებელი დაეჯახა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მიკროავტობუსის მძღოლსა და ერთ მგზავრს კიდურების მოტეხილობები აღენიშნება.
ფაქტს "საქართველოს რკინიგზაში" ადასტურებენ
"მძღოლი დაეჯახა ჩაკეტილ შლაგმაუმს და გადავიდა ლიანდაგზე, რის გამოც მოხდა აღნიშნული შემთხვევა. მიკროავტობუსის არც ერთ მგზავრს სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი დაზიანება არ აქვს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს", - განაცხადეს "საქართველოს რკინიგზაში".

Comments
Post a Comment