loading...
loading...

"აღარ ეშველება ქვეყანას"- პატრიარქის უიმედო გზავნილი [ვიდეო]

ილია მეორის უიმედობით აღსავსე გზავნილი ეკლესიაში შიდა განხილვის და ახალი დაპირისპირების საგანი გახდა. წმინდა სინოდის წევრების ნაწილი აღიარებს, რომ სამღვდელოებასა და მრევლს შორის გაუცხოება გაზრდილია. მიზეზად კი მღვდელმთავრებს შორის ბოლო დროს არსებული დაპირისპირება სახელდება, რამაც სასულიერო პირებს მრევლზე ზრუნვის დრო არ დაუტოვა.


ეკლესიასა და ხალხს შორის გაჩენილ ნაპრალზე, მღვდელმთავრები მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც პატრიარქის მოსაყდრემ მათ ტაძრები გამოსვლა და მისიონერობა მოსთხოვა. მეუფე შიო ფიქრობს, რომ მრევლთან კონტაქტი ეკლესიის კართან არ უნდა იწყებოდეს და არ უნდა მთავრდებოდეს.

ეპისკოპოსების ნაწილი სინოდის სხდომის ჩატარებას და პატრიარქის განცხადების განხილვას მოითხოვს. მაგრამ ამ იდეას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. რამდენიმე მეუფე მიიჩნევს, რომ კათოლიკოს-პატრიარქი არ გულისხმობდა საქართველოს, როდესაც ამბობდა, რომ ქვეყანას აღარაფერი ეშველება.

"მე ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას," - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ, მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოებასადა ფსიქოლოგებთან შეხვედრისას განაცხადა.


ავტორი: გიგლა თუმანიშვილი
წყარო: რუსთავი 2
ლინკი: rustavi2.ge/ka/news/98864

Comments

საიტის პოპულარული სტატიები

რა მოხდა 2008 წელს - ,,ბევრმა არ იცის რატომ ვერ დაბომბა რუსეთმა თბილისი“

loading...

ყველაზე პოპულარული სტატიები

რა მოხდა 2008 წელს - ,,ბევრმა არ იცის რატომ ვერ დაბომბა რუსეთმა თბილისი“

მართვის მოწმობები უქმდება

რატომ აწამეს 13 წლის მოზარდი ლიფტში? მოძალადე ბავშვს უყვიროდა, რომ ის იყო ეშმაკის შვილი - რას ჰყვებიან ლიფტში თავდასხმის შედეგად დაშავებული მოზარდის ახლობლები

- ხორავას ქუჩაზე, ცივი იარაღით დაჭრილი მოზარდები არიან, პანიკური ზარია, იჩქარეთ!

სპეცოპერაციისას გარდაცვლილი დამნაშავეების ფოტოები