loading...
loading...

აფეთქება და შტურმი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე - ადგილობრივები კორპუსში დანგრეული ბინის ფოტო მასალას ავრცელებენ


გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ფოტო მასალას ავრცელებენ ადგილობრივები, სადაც ამ დრომდე სპეცოპერაცია მიმდინარეობს. მათი ინფორმაციით, პირებმა, რომელთა დაკავებასაც სამართალდამცველები ამ დრომდე ცდილობენ, ცეცხლი გახსნეს და ხელყუმბარები ისროლეს. კორპუსის მცხოვრებლების თქმით, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, მოსახლეობის ევაკუაციაც განხორციელდა.



„აფეთქებების ხმამ და სროლამ გამოიწვია მოსახლეობის პანიკა. სადარბაზო დაცალეს, სადაც სავარაუდოდ ეს ტერორისტები ცხოვრობდნენ და ფოტო მასალა გვაქვს. სავარაუდოდ, გამოყენებულია ალბათ, ასაფეთქებელი საშუალებები,“ - აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები ანა კობახიძე.

ადგილობრივთა ნაწილი კი, "რუსთავი 2"-თან საუბრისას აცხადებს, რომ სადარბაზოს პირველი და მეორე სართულის მცხოვრებლების ევაკუირება არ მომხდარა და მოქალაქეები საცხოვრებელ კორპუსში, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ამ დრომდე რჩებიან.

სპეცოპერაცია გაბრიელ სალოსის ქუჩაზე უკვე 15 საათზე მეტია მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, პირები რომელთა დაკავებასაც ამ წუთებში სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები ცდილობენ, საქართველოს მოქალაქეები არ არიან და ისინი ტერორიზმში არიან ეჭვმიტანილი. 



გაბრიელ სალოსის გამზირზე, სადაც ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს, სამაშველო სამსახური შეიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

Comments

საიტის პოპულარული სტატიები

რა მოხდა 2008 წელს - ,,ბევრმა არ იცის რატომ ვერ დაბომბა რუსეთმა თბილისი“

loading...

ყველაზე პოპულარული სტატიები

რა მოხდა 2008 წელს - ,,ბევრმა არ იცის რატომ ვერ დაბომბა რუსეთმა თბილისი“

მართვის მოწმობები უქმდება

რატომ აწამეს 13 წლის მოზარდი ლიფტში? მოძალადე ბავშვს უყვიროდა, რომ ის იყო ეშმაკის შვილი - რას ჰყვებიან ლიფტში თავდასხმის შედეგად დაშავებული მოზარდის ახლობლები

- ხორავას ქუჩაზე, ცივი იარაღით დაჭრილი მოზარდები არიან, პანიკური ზარია, იჩქარეთ!

სპეცოპერაციისას გარდაცვლილი დამნაშავეების ფოტოები