თბილისში მიწისზედა მეტროს მშენებლობა ევროპული ქალაქების მსგავსად
83 მილიარდ ლარზე მეტის ღირებულების პროექტს, მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.
როგორც ოთარ ჩიკვაიძემ „სითი კვირას“ განუცხადა, უკვე დასრულებულია რკინა-ბეტონის პლატფორმის მშენებლობა, ანუ ბაქანი სადაც მატარებლები ჩერდება. ამოსასვლელების ნაწილზე სამუშაოები ხორციელდება, ნაწილი კი დასრულებულია. ასევე მიმდინარეობს სადგურის ცენტრალური შესასვლელის რკინა-ბეტონით მშენებლობა. უშუალოდ გვირაბში კი ბურღვითი სამუშაოები ტარდება. პარალელურად სუფთავდება ტერიტორია.
მეტროსადგურ “უნივერსიტეტის” მშენებლობა, 20 წლის განმავლობაში იყო დაკონსერვებული, მისი მშენებლობა 2015 წლის ივნისში განახლდა და გეგმის თანახმად მომავალ, 2017 წელს უნდა დასრულდეს.პროექტის ფარგლებში რესტავრაცია ჩაუტარდება გვირაბებს, აშენდება და მოეწყობა სადგურის მიწისქვეშა და მიწისზედა შენობები, გაკეთდება მეტროდან ამოსასვლელები ვაჟა-ფშაველას გამზირზე და სანდრო ეულის ქუჩაზე, ჯამში – 4 ამოსასვლელი.

დამონტაჟდება სალიანდაგო ხაზები, მოეწყობა ელექტროქვესადგური, ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟე სისტემები, ასევე, სიგნალიზაციის მართვისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები.
როგორც “სითი კვირას” მუნიციპალურ განვითარების ფონდშიგანუმარტეს, 23-ე სადგურის მშენებლობის დასრულების შემდეგ, თბილისელებს სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალება ექნებათ, რადგან ახალი მეტროსადგური განტვირთავს მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ურბანული ტრანსპორტის განვითარებას.

Comments
Post a Comment