loading...
loading...

საბერძნეთში 85 წლის ქალის წამების ფაქტზე, საქართველოს 7 მოქალაქე დააკავეს


საბერძნეთში 85 წლის ქალის წამების ფაქტზე, სამართალდამცველებმა საქართველოს 7 მოქალაქე დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც ბერძენი პოლიციელები აცხადებენ, კრიმინალური ჯგუფი ქალაქ ათენის ერთ-ერთ გარეუბანში, საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. მათ სახლის მფლობელი, მოხუცი ქალბატონი საწოლზე მიაბეს, ცემეს და უთოთი აწამეს.

დაზარალებულის ინფორმაციით, ბოროტმოქმედები მას ფულს სთხოვდნენ. მათ სახლიდან 50 ევრო და ოქროს რამდენიმე სამკაული გაიტანეს.

მედია საშუალების ინფორმაციით, ჯგუფი კიდევ რამდენიმე გახმაურებულ და სასტიკ კრიმინალურ შემთხვევაში ფიგურირებს.

ამასთან, ცნობილია, რომ 7-დან 3 თავდამსხმელი ცოტა ხნის წინ ციხიდან გამოვიდნენ, ხოლო დანარჩენი 4 საქართველოდან ჩავიდა. პოლიცია კრიმინალურ დაჯგუფებას თითქმის 3 თვის განმავლობაში აკვირდებოდა.

გარდა ამისა, დაჯგიფების კიდევ ერთი მსხვერპლი შესაძლოა კლუბ “ატრომიტოს” მწვრთნელი – დამირ კანატისი იყოს.

Comments

საიტის პოპულარული სტატიები

რა მოხდა 2008 წელს - ,,ბევრმა არ იცის რატომ ვერ დაბომბა რუსეთმა თბილისი“

loading...

ყველაზე პოპულარული სტატიები

რა მოხდა 2008 წელს - ,,ბევრმა არ იცის რატომ ვერ დაბომბა რუსეთმა თბილისი“

მართვის მოწმობები უქმდება

რატომ აწამეს 13 წლის მოზარდი ლიფტში? მოძალადე ბავშვს უყვიროდა, რომ ის იყო ეშმაკის შვილი - რას ჰყვებიან ლიფტში თავდასხმის შედეგად დაშავებული მოზარდის ახლობლები

- ხორავას ქუჩაზე, ცივი იარაღით დაჭრილი მოზარდები არიან, პანიკური ზარია, იჩქარეთ!

სპეცოპერაციისას გარდაცვლილი დამნაშავეების ფოტოები