კვირიკაშვილი ჩაილაგებს მილიონებს და წავა შვეიცარიაში, ჩვენ დაგვრჩება გადამწვარ-გადაბუგული საქართველო
პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილისგანცხადებით, “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანძალისხმევას არ იშურებს ქვეყნის სწორიმიმართულებით წასაყვანად. ეს მან ქუთაისში, რეგიონულ საარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა. კვირიკაშვილის შეფასებით, ხელისუფლებისმთავარი პრიორიტეტი შედეგზეორიენტირებულობაა და მთავრობამ ეს მოკლეხანში დაამტკიცა. “შედეგზეორიენტირებულობა “ქართული ოცნების” მთავარი პრიორიტეტია და ჩვენ ეს ძალიანმოკლე დროში დავამტკიცეთ… თუმცა ვიცით, რომ ეს არ არის საკმარისი და ვაპირებთ კიდევუფრო მასშტაბური პროექტებისგანხორცილებას ყველა მიმართულებით. სწორედ ამას ემსახურება მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც სულ უფრო იკრებსძალას და ქვეყნის სწრაფი ტემპით წინსვლასადა ხალხის კეთილდღეობას ისახავს მიზნად”, _ განაცხადა კვირიკაშვილმა. მართებული დაადეკვატურია “ქართული ოცნების” პოლიტიკა, რა მოუტანა მან ქვეყანას ხუთი წლისგანმავლობაში და რას უნდა ველოდოთმომავალში? _ ამ საკითხზე “საქართველო დამსოფლიოს” ესაუბრება “უფლებადამცველთაგაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზმჟავანაძე.
_ ბატონო ნიკოლოზ, პრემიერმინისტრი გიორგიკვირიკაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებისპრიორიტეტი “შედეგზე ორიენტირებულობაა”. მისი თქმით, “ოცნებამ” ეს ძალიან მოკლედროში დაამტკიცა. რა აზრის ხართ ამყველაფერზე: არის კი “ქართული ოცნების” პოლიტიკა რეალურად შედეგზეორიენტირებული?
loading...
_ სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რას გულისხმობდა პრემიერი, რომელსაც მე გიორგი ყრუ შევარქვი იმიტომ, რომ მას საქართველოს მოსახლეობის საერთოდ არ ესმის. ან რა შედეგზე ლაპარაკობს, როცა მისი მმართველობის პერიოდში 700 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა და ძალიან მალე, დარწმუნებული ვარ, საბრალდებო სკამზე მოუწევს ამის გამო დაჯდომა. როცა რაღაც გევალება და საჭიროების შემთხვევაში მოვალეობას არ შეასრულებ, ეს სერიოზული დანაშაულია, მითუმეტეს, აქ საუბარია სახელმწიფოებრივ დანაშაულზე. პირდაპირ ვიტყვი, რომ საქართველოს ისტორიას არ ახსოვს ისეთისამარცხვინო ხელისუფალი, როგორიცპრემიერი კვირიკაშვილია. მას თავისუფლადშეეძლო, გადაერჩინა საქართველოსეკოსისტემა, რომ მიეღო დახმარებარუსეთისგან, მაგრამ ეს არ გააკეთა (რატომ დარის გამო, გასაგებია) და საქართველოს ტყეებიცეცხლს მისცა…
_ რატომ არ გააკეთა?
_ იმიტომ, რომ რეალურად ის ვერ იღებს გადაწყვეტილებებს. საქართველომ დახმარებარუსეთს სთხოვა, რომელიც მზად იყოამისათვის, ეს რუსეთის საგარეო საქმეთასამინისტროს ინორმაციის დეპარტამენტისდირექტორმა მარია ზახაროვამაც დაადასტურა, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმისთვისკვირიკაშვილს ყური აუწიეს და სწორედ ამისშემდეგ მან უარი თქვა რუსეთისგან დახმარებისმიღებაზე და საქართველოს ეკოსისტემაცეცხლს მისცა. ეს იყო შეგნებულიგადაწყვეტილება: ვიღაცამ ჩათვალა, ოკუპანტისგან დახმარება არ უნდა მიგვეღო.ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: თუ რუსეთი ოკუპანტია, რატომ ვიღებთ მისგან ბუნებრივ აირს, ნავთობს, ტურისტებს?! რატომ გვაქვს ცალმხრივად გახსნილი უვიზო მიმოსვლა?! რატომ ვთანამშრომლობთ რიგ საკითხებში?! ამერიკა, რომელიც სანქციას სანქციაზე უწესებს მოსკოვს, ტერორიზმის საკითხებში თანამშრომლობს მასთან. ჩვენ რა გამოვედით ასეთი?! ან ვინც რუსეთთან თანამშრომლობის მომხრეა, ყველა მისი აგენტია?! კვირიკაშვილისა და მისნაირების ლოგიკით, გიორგი ბრწყინვალე მონღოლების აგენტი ყოფილა, დავით აღმაშენებელი _ თურქ-სელჩუკების, ერეკლე მეორე _ რუსების… ამაზე შეიძლება სერიოზულად ვილაპარაკოთ?! რა წარმატებაზე ლაპარაკობს კვირიკაშვილი, რა გააკეთეს? სოფლის მეურნეობაში გვაქვს წარმატებებიო, _ გაიძახიან. სამეგრელოსა და გურიის რეგიონები წელს, ფაქტობრივად, შიმშილისთვისაა განწირული, რადგან დროულად არ შეწამლეს თხილის პლანტაციები…
loading...
დავუბრუნდეთ ხანძრის თემას. ვთქვათ, არ გინდა რუსეთის დახმარება და ეს პრინციპული გადაწყვეტილებაა, მაგრამ სად არის შენი მეგობარი დასავლეთი?! ამერიკული“აბრამსები” რომ ჩამოხრიგინდა ახლა დასიხარულით მეცხრე ცაზე არიან, _ ავშენდითო, რომელი უფრო სჭირდება დღეს საქართველოს: ტანკები თუ სახანძრო თვითმფრინავები? თუ ეს ქვეყანა შენი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორია, დაგეხმაროს, ან შენ სთხოვე დახმარება… თუმცა ვიცი, რომ წერილი გაგზავნილი იყო დახმარების თხოვნით და უარი გვითხრეს. მერე გამოგზავნეს ტანკები. ორი კვირა ცეცხლის ალში რომ ვიყავით გახვეული, ერთი თვითმფრინავის გამოგზავნის ღირსი არ ვიყავით?! ეს არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა?! კიდევ ვიმეორებ: კვირიკაშვილი, ადრე თუ გვიან, მართლმსაჯულების წინაშე წარდგება, როგორცდამნაშავე. ამას გააკეთებს ეროვნულიხელისუფლება, რომელიც აუცილებლად მოვა.
_ ხანძრის გამო ხელისუფლების მიმართ ბევრიბრალდება გაისმა. თქვენც ფიქრობთ, რომ ესსაკითხი მომავალში სისხლისსამართლებრივიდევნის საბაბი შეიძლება შეიქნას პრემიერისადა სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგ?
_ მოდი, ასე მივუდგეთ საკითხს: ვთქვათ, რაღაც ეპიდემია მოედო ქვეყანას, ხალხი იღუპება და ვერავინ გვიწევს დახმარებას, რუსეთის გარდა. რა ვქნათ: გავწიროთ საქართველოს მოსახლეობა? უნიკალური ეკოსისტემა განადგურდა და ასეულობით ჰექტარი ნაცარტუტად იქცა. რომ გამოდიან და ამბობენ, აღვადგენთო, ვინ აღადგენს, რისი აღმდგენები არიან?! თუმცა მაგათ რა ანაღვლებთ: კვირიკაშვილი ჩაილაგებს მილიონებს და წავა შვეიცარიაში. ჩვენ კი დაგვრჩება გადამწვარ-გადაბუგული საქართველო. რაც შეეხება სისხლისსამართლებრივ პასუხიმგებლობას, რა თქმა უნდა, დანაშაულია, როცა რაღაცის გადარჩენა შეგიძლია და არაფერს აკეთებ, როცა შენი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის გამო ნადგურდება ყველაზე დიდი სიმდიდრე, რომელიც ქვეყანას გააჩნია. ჩვენ არ გვაქვს ნავთობი და გაზი, ჩვენი სიმდიდრე ეს უნიკალური ეკოსისტემაა. და, როცა ამ ეკოსისტემას მოღალატეობრივი პოლიტიკით ანადგურებ, ეს უმძიმესი დანაშაულია. ამის გამო პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია…
_ უწინარესად, უნდა მოხდეს ყველა საღი პოლიტიკური ძალის კონსოლიდაცია, ჩატარდეს რეალურად დემოკრატიული არჩევნები და ხელისუფლებაში მოვიდეს ეროვნული ძალები. ეროვნულ ძალებში ვგულისხმობ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საკუთარი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებით იმოქმედებენ და არა უცხო ქვეყნის დირექტივებით. დღეს საქართველოსჰყავს უცხო ქვეყნის აგენტურითდაკომპლექტებული ხელისუფლება, ამიტომჩვენ, ფაქტობრივად, სადგისის ფუნქციაგვაკისრია და, როცა დასჭირდება ამერიკას, უჩხვლეტს რუსეთს ამ სადგისს. “ამბრამსები” რომ შემოახრიგინეს ახლა, იმიტომ კი არგააკეთეს, რომ ჩვენს უსაფრთხოებაზე ფიქრითღამეები არ სძინავთ, არამედ იმიტომ, რომმოსკოვს უჩხვლიტონ. ასეთმა ჩხვლეტებმა 2008 წელს კატასტროფამდე მიგვიყვანა და, რამე რომ მოხდეს, იმ “აბრამსებს” ისევ გაგვირჭობენ ერთ ადგილას. მერე ვინ რას გვიშველის, კარგად ვიცით და ეს 2008-შიც ვნახეთ, ამიტომ, კიდევ ვიმეორებ: უნდა მოხდეს ჭეშმარიტად ეროვნული ძალების კონსოლიდაცია, უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, ჩაატაროს ობიექტური არჩევნები და ამ გზით მოვიდეს სათავეში საღი ძალა. ასე მესახება რეალური გამოსავალი და, თუ ეს არ გამოვა, მერე აქვს ხალხს უფლება, მიმართოს პროტესტის უკიდურეს ფორმებს. როგორც ჩანს, არც ეს ფორმებია მაინცდამაინც შორს და, თუ ვინმეს ჰგონია, რომ გაყალბებული არჩევნებით დიდხანს იპარპაშებს ქვეყნის სათავეში, ეს წარმოდგენა მისთვის შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს…
loading...
_ მოდი, არჩევნებზე ვისაუბროთ. როგორფიქრობთ, დღევანდელი ჩვენი საარჩევნოსისტემა რეალური წინაპირობაა იმისა, რომ 22 ოქტომბრის შემდეგ პოლიტიკურ სპექტრშიძირეული ცვლილებები მოხდეს? აქვს კი ამპირობებში არჩევნებს აზრი?
_ არავითარი აზრი საქართველოში არჩევნებს არ აქვს. რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერს პატივს ვცემ, მაგრამ მიკვირს, რატომ მონაწილეობენ ისინი ამ არჩევნებში. ჩვენთან ისეთი სისტემაა, მნიშვნელობა არ აქვს, პეტრე მოვა თუ პავლე, პასუხს მაინც არავინ აგებს. დღეს ხომ ვხედავთ, რომ კვირიკაშვილს არავინ არაფერს ეკითხება, ამიტომ თვითონ ეს მახინჯი სისტემა უნდა მოისპოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნებით არანაირი ცვლილება არ მოხდება. ამის ნათელი დადასტურება იყო პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადება, როდესაც პუტინმა მას მოლაპარაკება შესთავაზა და მან, _ ჯერ დასავლეთთან უნდა გავიაროთ კონსულტაციებიო, განაცხადა. აი, ეს არის მთავარი. თუ დაუკვირდებით, აშკარაა, რომ რუსეთი ყველანაირად ცდილობს, ეს ვითარება ჩიხიდან გამოიყვანოს, მაგრამ, პუტინმა ხვალ რომ გამოგვიცხადოს, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს გიბრუნებთო, ამ ტვინნაღრძობი ხელისუფლების წარმომადგენლები, ალბათ, იტყვიან, რუსეთის დაბრუნებული ტერიტორიები არ გვინდაო. მათგან გასაკვირი არაფერია, რადგან საქართველოს მტრები არიან. ამჟამინდელი ხელისუფლება საქართველოს ისტორიაში შავ ლაქად დარჩება, რადგან მისი მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად საქართველო ნადგურდება, ქართველი ერი კი დღითიდღე მცირდება.
_ თქვით, არჩევნებს აზრი არ აქვსო, თქვენიაზრით, რამ შეიძლება შეცვალოს ვითარება, არჩევნებს აზრი აზრი რომ მიეცეს?
loading...
_ უწინარესად, უნდა მოხდეს ყველა საღი პოლიტიკური ძალის კონსოლიდაცია, ჩატარდეს რეალურად დემოკრატიული არჩევნები და ხელისუფლებაში მოვიდეს ეროვნული ძალები. ეროვნულ ძალებში ვგულისხმობ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საკუთარი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებით იმოქმედებენ და არა უცხო ქვეყნის დირექტივებით. დღეს საქართველოსჰყავს უცხო ქვეყნის აგენტურითდაკომპლექტებული ხელისუფლება, ამიტომჩვენ, ფაქტობრივად, სადგისის ფუნქციაგვაკისრია და, როცა დასჭირდება ამერიკას, უჩხვლეტს რუსეთს ამ სადგისს. “ამბრამსები” რომ შემოახრიგინეს ახლა, იმიტომ კი არგააკეთეს, რომ ჩვენს უსაფრთხოებაზე ფიქრითღამეები არ სძინავთ, არამედ იმიტომ, რომმოსკოვს უჩხვლიტონ. ასეთმა ჩხვლეტებმა 2008 წელს კატასტროფამდე მიგვიყვანა და, რამე რომ მოხდეს, იმ “აბრამსებს” ისევ გაგვირჭობენ ერთ ადგილას. მერე ვინ რას გვიშველის, კარგად ვიცით და ეს 2008-შიც ვნახეთ, ამიტომ, კიდევ ვიმეორებ: უნდა მოხდეს ჭეშმარიტად ეროვნული ძალების კონსოლიდაცია, უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, ჩაატაროს ობიექტური არჩევნები და ამ გზით მოვიდეს სათავეში საღი ძალა. ასე მესახება რეალური გამოსავალი და, თუ ეს არ გამოვა, მერე აქვს ხალხს უფლება, მიმართოს პროტესტის უკიდურეს ფორმებს. როგორც ჩანს, არც ეს ფორმებია მაინცდამაინც შორს და, თუ ვინმეს ჰგონია, რომ გაყალბებული არჩევნებით დიდხანს იპარპაშებს ქვეყნის სათავეში, ეს წარმოდგენა მისთვის შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს…
ესაუბრა ჯაბა ჟვანია

Comments
Post a Comment