"ახლა მივდივარ უკრაინაში, მაგრამ ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვალ საქართველოში"- მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ უკრაინაში შესვლის გეგმა შეცვალა, რომლის თანახმადაც და ის პოლონეთი-უკრაინის საზღვარს მატარებლით გადაკვეთს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მხარდამჭერებთან და ჟურნალისტებთან ერთად, უკვე მატარებელში იმყოფება. მისი თქმით, კრაკოვეცის გამშვებ პუნქტთან შეიარაღებული ტიტუშკები არიან, ამიტომ პროვოკაციის თავიდან აცილების მიზნით, გეგმა შეცვალა. მან საქართველოში დაბრუნების სურვილზეც ისაუბრა.
"იქ შეკრებილია რამდენიმე ათასი ჩვენი მხარამჭერი, მაგრამ რამდენიმე ასეული ტიტუშკაა შეიარაღებული. იმუქრებდოდნენ, რომ დახვრეტდნენ. ჯობია თავი დავიზღვიოთ, პირდაპირ საბაბი რომ არ მივცეთ პროვოკაციის, დავჯდებით მატარებელზე, მატარებელი შედით მოშორებით, ადგილზე, სადაც გამაგრებულები არიან ტიტუშკები, მათ ავუივლით გვერდს, მერე არ თქვან, რომ ჩვენ შევქმენით პროვოკაცია. ახლა მივდივარ უკრანაში, მაგრამ ერთი სული მაქვს, როდის ჩამოვალ საქართველოში, ეს არის ჩემი ცხოვრების მიზანი,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
Video: rustavi2.ge/ka/news/84576

Comments
Post a Comment