რას ჰყვებიან ბათუმში გარდაცვლილი ახლაგაზრდების მეგობერები - ახალი ვერსიები
ბათუმში ნაპოვნი გარდაცვლილი ახალგაზრდების მეგობრებს პოლიციაში კითხავენ. როგორც ერთ-ერთმა მეგობარმა თქვა, მან მომხდარის დეტალები არ იცის, თუმცა ფიქრობს რომ ერთ-ერთს „ვიღაცასთან კონფლიქტი ჰქონოდა“. ის ასევე ამბობს, რომ ორივე მეგობარი ბოლოს ოთხი დღის წინ ნახა.
ერთ-ერთი გარდაცვლილი მომღერალი გიორგი ხაჭაპურიძეა. მისი მეგობრები ყვებიან, რომ გიორგის ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ორი ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი რამდენიმე საათის წინ იპოვეს.
მომხდარის შესახებ ადგილზე მეზობლები ორ ვერსიას ავითარებენ. პირველის მიხედვით ახალგაზრდები კლუბური ნარკოტიკის მიღების შედეგად გარდაიცვალნენ.
მეორე ვერსიით კი ისინი აწამეს. ძალადობის ფაქტს ამ ეტაპზე შს სამინისტროში არ ადასტურებენ, თუმცა თვითმხილველები ამბობენ, რომ პროზექტურაში გადასვენენისას ლეიბი თითქმის მთლიანად სისხლით იყო დასვრილი.



Comments
Post a Comment