სავაჭრო ცენტრ „პიქსელის“ შენობაში ქმარმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა
თბილისში, ვაკეში მდებარე სავაჭრო ცენტრ „პიქსელის“ შენობაში ქმარმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა და თავადაც თვითდაზიანება მიიყენა.
ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შსს-ში დაუდასტურეს.
ორივე მათგანი გადაყვანილია საავადმყოფოში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
მომხდარის დეტალებს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილზე არკვევს.


Comments
Post a Comment