მკვლელობა საქართველოს ბანკში
თბილისში, წერეთლის გამზირზე, "საქართველოს ბანკის" ფილილში შეჭრილმა შეიარაღებულმა პირმა, ადგილზე სამართალდამცავების გამოჩენისთანავე თავი მოიკლა.
როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინიტროში განუცხადეს, განგაშის ღილაკის ამოქმედებისთანავე პოლიცია წუთ-ნახევარში ადგილზე გამოცხადდა. რის შემდეგაც თავდამსხმელმა საკუთარი თავის მიმართ გასროლა განახორციელა.
"ნიუპოსტის" ინფორმაციით, ადგილზე ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცავები.
თავდასხმის მოტივი და შემთხვევის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
აღსანიშნავია, რომ წერეთლის გამზირზე, დღეს, კიდევ ერთი ბანკის დაყაჩაღება სცადეს.

Comments
Post a Comment