თბილისის ქვემოთ საიდუმლო გვირაბები გადის
თბილისში, მიწის ქვეშ, საკმაოდ დიდ ფართობზე მიწისქვეშა ლაბორატორიაა. მოგეხსენებათ, როგორ ვრცელდება ხალხში მსგავსი თემები… მეც გადავწყვიტე მეპოვნა ყოფილი საიდუმლო ლაბორატორია, სადაც ლეგენდის თანახმად, სამხედროები გაურკვეველ ცდებს ატარებდნენ…
ჭორები იქით იყოს და ძიებამ ძალიან საინტერესო სიმართლე მაპოვნინა. ძალიან ბევრმა არ იცის, რომ ქართველებს ყველაზე დიდი სასწავლო შახტი-ლაბორატორია გვქონია, მთელს მსოფლიოში… ლაბორატორია, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია!
მისი განლაგების სიღრმე მიწის ზედაპირიდან 16დან- 30 მეტრამდეა, ხოლო გვირაბების სიგრძე – 1200 მეტრი. მიწისქვეშა შახტ-ლაბორატორიაში საათზე მეტი გავატარე და ყველაფერს გავეცანი. მოგზაურობა – ძალიან საინტერესო, ხოლო შთაბეჭდილება – დაუვიწყარი იყო.
შახტი- ლაბორატორია ჰორიზონტალური, დახრილი, ვერტიკალური გვირაბებისა და კამერების ერთობლიობას წარმოადგენს, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე სამთო-შახტური მოწყობილობებით, მექანიზმებით, საწარმოო პროცესების მართვის ავტომატიზებული საშუალებებითა და მიწისქვეშა ელექტრომომარაგების მთელი სისტემით.
ლაბორატორიას, რომლის კოლექტივიც ადრე 12 კაცისაგან შედგებოდა, დღემდე მეთვალყურეობენ. მათი წყალობით დღემდე ფუნქციონირებს ყველა მექანიზმი თუ მოწყობილობა.
შახტი-ლაბორატორიაში მოხვედრა მხოლოდ ორი გზითაა შესაძლებელი: – ლიფტითა და სათადარიგო საკიბე განყოფილებით, ასევე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან შახტში შესვლა ხდება კაპიტალური თარაზული გვირაბით-შტოლნით, საიდანაც დაიწყო გვირაბის მშენებლობა.
შახტში ზამთარ-ზაფხულ ერთი და იგივე ტემპერატურა – 16-18 გრადუსია. გვირაბის მშენებლობას მილიონნახევარი მანეთი მოხმარდა. დანარჩენი აღჭურვილობა და მექანიზმები, ლაბორატორიის მიერ უსასყიდლოდ გადაეცა.
გვირაბში ასევე გაედინება მიწისქვეშა წყლები, რის გამოც ყველაფერი, რაც მეტალისაა იჟანგება. მიწისქვეშა წყლები 3 მ. სიღრმის და 4 მ. სიგანის ავზში იკრიბება და მტკვარში გადაიტუმბება. როდესაც წყლის დონე აიწევს, ავტომატურად ირთვება სატუმბე დანადგარი, რომელიც წყალს გადატუმბავს.

ავტორი: ნიკა დოგრაშვილი

Comments
Post a Comment