loading...
loading...

საქართველოს მოქალაქე ავტომობილში ააფეთქეს. ვითარება კიევში, არიან დაშავებულნი


უკრაინული მედიის ცნობით, კიევში მანქანა აფეთქდა, რომელშიც საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა. დაღუპულია ჩეჩენი მოხალისე, თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი, რომელიც, უკრაინული მედიის ცნობით, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში, დონბასში მსახურობდა. მანქანას სწორედ ის მართავდა. ინფორმაცია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა. მედიისვე ცნობით, მანქანას ქართული ნომრები ჰქონდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია ქალი, რომელიც მანქანაში იმყოფებოდა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.


კაცმა, რომელიც უკრაინულ საინფორმაციო სააგენტო "112 უკრაინას" მახაურის მეგობრად გაეცნო, გამოთქვა ეჭვი, რომ მომხდარში რუსული კვალია. „ის იყო ჩეჩენი და საქართველოს მოქალაქე. მანქანას ქართული ნომრები ჰქონდა. ის ჩვენიანი იყო. უკრაინისთვის იბრძოდა. ვფიქრობ, რუსეთის კვალია“, - თქვა მან.


პაპასკირის გვარი რამდენიმე გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს. 2012 წელს თურქული მედია წერდა, რომ სტამბულში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად ჩეჩნეთიდან თურქეთში არალეგალურად გადასული 6 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი დააკავეს, რომელსაც სწორედ რუსლან პაპასკირი ხელმძღვანელობდა. მათ ბრალი სტამბულში რამდენიმე ჩეჩენი საველე მეთაურის, მათ შორის შამილ ბასაევის მკვლელობაში ედებოდათ. ის თურქული საპყრობილიდან 2016 წელს გათავისუფლდა და მას შემდეგ უკრაინაში ცხოვრობდა.


იხილეთ 3 ვიდეო რგოლი შემთხვევის ადგილიდან >>>

Comments

საიტის პოპულარული სტატიები

რა მოხდა 2008 წელს - ,,ბევრმა არ იცის რატომ ვერ დაბომბა რუსეთმა თბილისი“

loading...

ყველაზე პოპულარული სტატიები

რა მოხდა 2008 წელს - ,,ბევრმა არ იცის რატომ ვერ დაბომბა რუსეთმა თბილისი“

მართვის მოწმობები უქმდება

რატომ აწამეს 13 წლის მოზარდი ლიფტში? მოძალადე ბავშვს უყვიროდა, რომ ის იყო ეშმაკის შვილი - რას ჰყვებიან ლიფტში თავდასხმის შედეგად დაშავებული მოზარდის ახლობლები

- ხორავას ქუჩაზე, ცივი იარაღით დაჭრილი მოზარდები არიან, პანიკური ზარია, იჩქარეთ!

სპეცოპერაციისას გარდაცვლილი დამნაშავეების ფოტოები