loading...
loading...

სააკაშვილი: ყველანაირი სცენარისთვის მზად ვარ, ჯობია ივანიშვილი მოემზადოს


"ყველანაირი სცენარისთვის მზად ვარ, ჯობია ივანიშვილი მოემზადოს ამ სცენარისთვის, მას აქვს პრობლემები ამ სცენარზე. მე მზად ვარ, ბოლომდე დავიცვა ჩემი პოზიციები, ესენი თუ არიან მზად? კარგად მოემზადონ და დამელოდონ", - ამბობს ბელგიაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინაში ჩასვლას 10 სექტემბერს გეგმავს.

"აბა დააკვირდით, მარჯვნივ, მარცხნივ ვინმე ბორკილებს მადებს? მიჭერს? ვინმე სერიოზულად იღებს მაგათ ბრალდებებს? ეს არის ორღობის, ჭორვილის ბრალდება", - რუსთავი 2-თან საუბარში ამბობს სააკაშვილი.

საქართველომ უკრაინას მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნა უკვე მესამედ გაუგზავნა. ქართული მხარე ამ ამბავს იქამდე მალავდა, სანამ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ არ განაცხადა, რომ მათ მთავარი პროკურატურიდან ექსტრადირების შუამდგომლობა მიიღეს.

პროკურატურას 2015 წლიდან დღემდე უკრაინისთვის მიხეილ სააკაშვილის გადმოცემის მოთხოვნა ორჯერ ჰქონდა გაგზავნილი. იმის გამო რომ კანონმდებლობით უკრაინას მისი მოქალაქის სხვა სახელწმიფოსთვის გადაცემის უფლება არ აქვს პროკურატურის ორივე მოთხოვნა უშედეგო დარჩა, თუმცა იმის გამო, რომ სააკაშვილს 26 ივლისს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა იურიდიულად მისი საქართველოსთვის გადმოცემა გახდა შესაძლებელი.

სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საბაბი ოფიციალური კიევის ინფორმაციით იყო ის, რომ სააკაშვილმა ანკეტაში არ მიუთითა რომ საქართველოში მასზე საქმეები იყო აღძრული. სააკაშვილი კი აცხადებს, რომ მას კიევისთვის არანაირი ინფორმაცია არ დაუმალავს და სინამდვილეში ანკეტაზე მისი ხელმოწერა გააყალბეს.

უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის დროს აშშ-ში მყოფებოდა, შემდეგ კი პოლონეთს, ლიტვასა და უნგრეთს ესტუმრა. ახლა ექსპრეზიდენტი დანიაში იმყოფება.

საქმეები, რომლებზეც პროკურატურა სააკაშვილს ედავება:
  1. ალექსანდრე გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პირთა შეწყალების საქმე. სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილი.
  2. 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია ,,იმედის“ დარბევის საქმე. სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ და გ ქვეპუნქტები.
  3. ვალერი გელაშვილის ცემის საქმე. სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტი.
  4. პიჯაკების საქმე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ა და დ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტი.

Comments

საიტის პოპულარული სტატიები

რა მოხდა 2008 წელს - ,,ბევრმა არ იცის რატომ ვერ დაბომბა რუსეთმა თბილისი“

loading...

ყველაზე პოპულარული სტატიები

რა მოხდა 2008 წელს - ,,ბევრმა არ იცის რატომ ვერ დაბომბა რუსეთმა თბილისი“

მართვის მოწმობები უქმდება

რატომ აწამეს 13 წლის მოზარდი ლიფტში? მოძალადე ბავშვს უყვიროდა, რომ ის იყო ეშმაკის შვილი - რას ჰყვებიან ლიფტში თავდასხმის შედეგად დაშავებული მოზარდის ახლობლები

- ხორავას ქუჩაზე, ცივი იარაღით დაჭრილი მოზარდები არიან, პანიკური ზარია, იჩქარეთ!

სპეცოპერაციისას გარდაცვლილი დამნაშავეების ფოტოები