უკრაინაში მიხეილ სააკაშვილი დააჯარიმეს. ვითარება სასამართლოში.
რა ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს მიხეილ სააკაშვილისთვის წაყენებული ბრალდება
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა განმარტა, რა ბრალდებას უყენებენ მის კლიენტს.
ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, რაც გათვალისწინებულია უკრაინის ადმინისტრატიული კოდექსის 204-ე მუხლით.
"ამ მუხლის შესაბამისად სასჯელი 3400-დან 8500-მდე გრივნას ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს", რაც ლარში 320-დან 800 ლარამდეა.
დღეს, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციული პროტოკოლი გადასცეს.

Comments
Post a Comment