loading...
loading...

სააკაშვილი: მორჩა, მივდივართ კრაკოვეცში, უკრაინაში


საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ხვალ, 10 სექტემბერს პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე მივა და უკრაინაში შესვლას შეეცდება. სააკაშვილი Facebook-ზე ფოტოსაც აქვეყნებს წარწერით "მორჩა, მივდივართ კრაკოვეცში, უკრაინაში".

"ის, ვისაც სროლა უნდა, წინასწარ ამას არ ამბობს. სპეციალურად ამბობენ, მათ შორის პოლონელ მეგობრებთან, რომ შესაძლოა, იყოს სროლა და არეულობა, მაგრამ ვის უნდა ესროლონ? მე ჩემს პატარა შვილთან ერთად მივდივარ, ასევე იქნებიან ევროპარლამენტარები და პოლონეთის პარლამენტის დეპუტატები,“ - უთხრა მიხეილ სააკაშვილმა ერთერთ უკრაინულ არხს.

რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა თქვა, რომ უკრაინის მთავრობა ყველაფერს აკეთებს საზღვარზე მის შესაჩერებლად: "საზღვარი გაამაგრეს, ჩამოიყვანეს ბრონიტექნიკა, დააყენეს მავთულხლართები. ეს სრულიად უპრეცედენტო მოვლენაა, საბჭოთა კავშირის დროს არ ყოფილა ასეთი გამაგრებები აღმოსავლეთ ევროპულ საზღვრებზე საბჭოთა კავშირთან".

23 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ აშშ-ში მყოფ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. მოქალაქეობის გარეშე დარჩენილი სააკაშვილი მას შემდეგ, აშშ-ს გარდა, პოლონეთში, ლიტვაში, უნგრეთში და დანიაში იმყოფებოდა.

Comments

საიტის პოპულარული სტატიები

რა მოხდა 2008 წელს - ,,ბევრმა არ იცის რატომ ვერ დაბომბა რუსეთმა თბილისი“

loading...

ყველაზე პოპულარული სტატიები

რა მოხდა 2008 წელს - ,,ბევრმა არ იცის რატომ ვერ დაბომბა რუსეთმა თბილისი“

მართვის მოწმობები უქმდება

რატომ აწამეს 13 წლის მოზარდი ლიფტში? მოძალადე ბავშვს უყვიროდა, რომ ის იყო ეშმაკის შვილი - რას ჰყვებიან ლიფტში თავდასხმის შედეგად დაშავებული მოზარდის ახლობლები

- ხორავას ქუჩაზე, ცივი იარაღით დაჭრილი მოზარდები არიან, პანიკური ზარია, იჩქარეთ!

სპეცოპერაციისას გარდაცვლილი დამნაშავეების ფოტოები