loading...
loading...

თბილისში, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა


ქავთარაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა. აფეთქების შედეგად დაზიანდა ასევე ამავე კორპუსის პირველ სართულზე მდებარე სურსათის მაღაზია.

ამ ეტაპზე ადგილზე ღია და ძლიერი ცეცხლი არ ფიქსირდება. აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.


როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვითაა გამოწვეული. აფეთქების შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული, რომელიც კონტაქტურია და სასწრაფო დახმარების მიერ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამი ჯგუფია მობილიზებული.

Comments

საიტის პოპულარული სტატიები

რა მოხდა 2008 წელს - ,,ბევრმა არ იცის რატომ ვერ დაბომბა რუსეთმა თბილისი“

loading...

ყველაზე პოპულარული სტატიები

რა მოხდა 2008 წელს - ,,ბევრმა არ იცის რატომ ვერ დაბომბა რუსეთმა თბილისი“

მართვის მოწმობები უქმდება

რატომ აწამეს 13 წლის მოზარდი ლიფტში? მოძალადე ბავშვს უყვიროდა, რომ ის იყო ეშმაკის შვილი - რას ჰყვებიან ლიფტში თავდასხმის შედეგად დაშავებული მოზარდის ახლობლები

- ხორავას ქუჩაზე, ცივი იარაღით დაჭრილი მოზარდები არიან, პანიკური ზარია, იჩქარეთ!

სპეცოპერაციისას გარდაცვლილი დამნაშავეების ფოტოები