რას აკეთებენ ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცები საქართველო-რუსეთის საზღვართან
Partner 2016-ში“ მონაწილეობის მისაღებად აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში ჩამოვიდნენ. 4 ერთეული აშშ-ის შეიარაღებული ძალების კუთვნილი სამხედრო თვითმფრინავი და ერთი ბრიტანული ავიალაინერი ქვეყანაში გამთენიისას დაეშვა. სამხედრო მოსამსახურეებს სწავლება “ღირსეული პარტნიორის” ხელმძღვანელები – პოლკოვნიკი არჩილ ომიაძე და პოლკოვნიკი ჯეფ დიკენსონი, ასევე ბრიტანეთის სამხედრო ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი დახვდნენ.
ვაზიანში უკვე შემოსულია სწავლებისთვის განკუთვნილი ამერიკული ტექნიკა. ქართულ-ამერიკული სწავლების მიზანი ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებაა. სწავლების სცენარი კი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება. წელს „ღირსეული პარტნიორი“ ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე მეორედ გაიმართება და მასში 1300 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. სწავლებაში აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის 650, 500 ქართველი და 150 ბრიტანელი სამხედრო ჩაერთვება. პირველად საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში სწავლებაში M1A2 ტიპის ამერიკულ ტანკებს „აბრამსებს“ გამოიყენებენ. წვრთნაში ასევე ჩართული იქნება C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი და სხვა აღჭურვილობა. ქართულ-ამერიკული სწავლება ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნება და 26 მაისამდე გაგრძელდება.



Comments
Post a Comment