კალაძე: თბილისის მეტროში ,,შტადლერის’’ მატარებლების შემოყვანაზე ვმუშაობთ. საბოლოოდ კი მათ აწყობასაც დავიწყებთ.
“ვმუშაობთ შვეიცარიულ კომპანია “შტადლერთან”, ამ წუთებში მიმდინარეობს მუშაობა მემორანდუმთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ვაგონების შესყიდვა, არამედ მათი აწყობა-წარმოება საქართველოში დავიწყოთ. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში მივაღწევთ შეთანხმებას”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
აღნიშნული კალაძემ დღეს, 4 აპრილს, თბილისის საკრებულოში მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განაცხადა.

Comments
Post a Comment