loading...
loading...

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ავარიაში მოყვა


21 ოქტომბერს, 13:00 საათზე, თეთრიწყაროში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

„ბმვ“-ს მარკის ავტომანქანამ, რომელსაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტის მაჟორიტარობის კანდიდატი მართავდა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები დაარღვია. კერძოდ, უკუსვლით მოძრაობისას ის შსს-ს ბალანსზე რიცხულ ავტომანქანას შეეჯახა. აღნიშნული ავტომანქანით შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები გადაადგილდებოდნენ. აქვე შევნიშნავთ, რომ შსს-ს გენერალური ინსპექცია საარჩევნო უბნის პერიმეტრზე განლაგებული საპოლიციო ძალების მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს, რათა პოლიციელების მხრიდან ადგილი არ ჰქონდეს ნებისმიერი სახის გადაცდომას.

ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი – პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტის მაჟორიტარობის კანდიდატი, რომლის ბრალეულობა ადგილზე ჩატარებული შესაბამისი მოქმედებებისა და თვითმხილველთა გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 250 ლარით დაჯარიმდა.

Comments

საიტის პოპულარული სტატიები

რა მოხდა 2008 წელს - ,,ბევრმა არ იცის რატომ ვერ დაბომბა რუსეთმა თბილისი“

loading...

ყველაზე პოპულარული სტატიები

რა მოხდა 2008 წელს - ,,ბევრმა არ იცის რატომ ვერ დაბომბა რუსეთმა თბილისი“

მართვის მოწმობები უქმდება

რატომ აწამეს 13 წლის მოზარდი ლიფტში? მოძალადე ბავშვს უყვიროდა, რომ ის იყო ეშმაკის შვილი - რას ჰყვებიან ლიფტში თავდასხმის შედეგად დაშავებული მოზარდის ახლობლები

- ხორავას ქუჩაზე, ცივი იარაღით დაჭრილი მოზარდები არიან, პანიკური ზარია, იჩქარეთ!

სპეცოპერაციისას გარდაცვლილი დამნაშავეების ფოტოები