მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვართან იმყოფება
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვართან იმყოფება. ის ევროპელ დეპუტატებთან ერთად პერემიშლის რკინიგზის სადგურთან ავტობუსით გაემგზავრა. ამ წუთებში სააკაშვილი კრაკოვეციდან 36 კილომეტრის დაშორებით შეგინის გამშვებ პუნქტთან იმყოფება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მატარებელი დატოვა, რადგან მგზავრებს არ შექმნოდათ პრობლემები. მატარებლით მგზავრობის საშუალება კი მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ხელისუფლებამ არ მისცა.
მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი იძულებული გახდა, მატარებელი დაეტოვებინა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში ალტერნატიული გზით შევა.

Comments
Post a Comment