loading...
loading...

ვიდეო: დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე ქართველებმა ზანგები გალახეს

სტდაოიინს დაოტევაბთსან ერთად სააქთრევოლადნ წავსალასც გვხთვონდენ, აცხადებს ჩხუბის მოანიწლე

ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირებაზე ერთ-ერთმა დაზარალებულმა ბენ ზიგმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. "Georgia Today" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"დღეს ფეხბურთს სტადიონზე 6 საათზე ვთამაშობდით, როდესაც ქართველი მამაკაცი მოგვიახლოვდა და სტადიონის დატოვება მოგვთხოვა, ვკითხეთ თუ რატომ უნდა მოვქცეულიყავით ასე, რაზეც მან გვიპასუხა, რომ სტადიონი უნდა დაგვეტოვებინა და წავთრეულიყავით ქვეყნიდან. მან განაგრძო საუბარი იმაზე, რომ არ გვაქვს უფლება ამ ქვეყანაში ყოფნის რადგან ჩვენ ვართ შავკანიანები. მამაკაცი ამის შემდეგ უფრო აგრესიული გახდა და მუშტების ქნევაზე გადავიდა. ქართველი მამაკაცები დანებითა და ქვებით მოგვსდევდნენ. ერთ-ერთი მამაკაცი კი კორპუსის ფანჯრიდან გვიყვიროდა, რომ დაგვხოცავდა თუ არ დავტოვებდით ქვეყანას. ვერც კი გავაცნობიერეთ რა მოხდა, როდესაც ისინი თავს დაგვესხნენ. მაშინვე პოლიცია გამოვიძახეთ ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ჩვენი არასრულფასოვანი ქართული ენის ცოდნის გამო, მამაკაცებმა ისტორია ადვილად გააყალბეს, მათი პოლიციას განუცხადეს, რომ სტადიონის დატოვებას მშვიდობიანად გვთხოვდნენ. ჩვენ პოლიციას სრულყოფილი ვიდეო ვაჩვენეთ, რაზეც საოცარი პასუხი მივიღეთ, პოლიციამ გვითხრა დაგვევიწყებინა ეს ფაქტი. თავდამსხმელებიდან არცერთი დაუპატიმრებიათ. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას რასიზმის წინააღმდეგ. რასიზმი 21-ე საუკუნეში? ეს წარმოუდგენელია". - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე: შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო

პირველი ვიდეო:
მეორე ვიდეო იხილეთ დაბლა

facebook-ზე ერთ-ერთი მომხმარებელი წერს:

"ჩემი დაა მაგ კორპუსში გათხოვილი და მისი მამამთილიც მონაწილეობდა სამწუხაროდ. კორპუსთან ისხდნენ მოკლედ კაცები როგორც ყველა უბანში და სასმელს უბერავდნენ, იმ წითელზედიანს აქვს აპათოლოგიური სიმთვრალე, ქართულ მარშზე და ეგეთ თემებზე ლაპარაკობდნენ თავიდან, მერე არაბებმა რო წაიღეს მთელი პლეხანოვ-მარჯანიშვილიო, მთელი მარჯანიშვილიო, იქ ქართველ გოგოებს ხმარობენ ბორდელშიო და მოკლედ, კი იცით რა ასეთი რაღაც ბევრ ქართველ კაცს აწუხებს. კარგად რომ შეზარხოშდნენ, გივის დაუყვირია, ნეტა ახლა ჩამიგდო ხელში ის არაბი #####ნავდი დედასო, ამ დროს სტადიონზე მოსულან ეს ზანგები და ბავშვებს უთანხმდებოდნენ, თქვენ რომ მორჩებით, მერე ჩვენ გვათამაშეთო, დაინახეს ეს იმ ტიპებმა. ამასობაში მოგვარდნენ ბავშვებთან და დაიწყეს ზანგებმა თამაში. ანუ ძალადობა და ეგეთი არ ყოფილა მარა გივი (წითელზედიანი) წამოხტა, მგონი ღმერთმა ნატვრა ამისრულაო დაიყვირა, აგერ თავისი ფეხით მოსულან ეს ოხრებიო, იქვე ნარდის მაგიდას გამოაცალა რაღც ჯოხი და გავარდა გიჟივით, ჩვენს ბავშვებს რას ერჩი შე მაიმუნო დედა#####ულოო, მერე ძმაკაცებიც აყვნენ, იმათაც კარგად ჰქონდა დალეული. შავმაიკიანი ჩემი დის მამამთილია, მრცხვენია ამას რომ ვამბობ მოგვიანებით ცუდად გახდა თავად რადგან ასაკშია და ამდენი სირბილი არ შეუძლიაო და კაპლებით მოუსულიერებიათ რო დალევენ, ზოგჯერ ერთმანეთს დაერევიან. ამჯერად "ბედად" ზანგები გამოჩნდნენ, თორემ ისევ ერთმანეთს წააყრიდნენ ამათი ნახევარის ცოლ-შვილი საბერძნეთშია გადახვეიწილი იქიდან ფულს უგზავნიან და ამათ სხვა საქმე არ აქვთ თუ არა ეზოში სმა ესაა მათი გართობა"

მეორე ვიდეო:

Comments

loading...

ყველაზე პოპულარული სტატიები