loading...
loading...

„ვანში, მამამ, თავი ჩამოიხრჩო იმის გამო რომ გასვენებაში შემოსული ფულით, მის 13 წლის შვილისთვის ოპერაცია გაეკეთებინათ“


ჟურნალისტი ლაშა ბერულავა Facebook-ის პირად გვერდზე წერს:

ყველაფერს ეშველება: რუსოფილებიც გადაშენდებიან/დადუმდებიან, მავთულხლართებსაც ავიღებთ, ნატოშიც შევალთ, კრიმინალსაც ავლაგმავთ ისევ, რაღაცებს მოვიშუშებთ, რაღაცებს დავივიწყებთ და ცხოვრებას გავაგრძელებთ, მაგრამ ოთხი წლის წინ ვანში მომხდარი ტრაგედია არ დამავიწყდება არასდროს, მამამ რომ შვილის გადაუდებელი ოპერაციისთვის საჭირო 2.100 ლარი ვერ იშოვა და თავი ჩამოიხრჩო, მანამდე კი 13 წლის ქალიშვილს ხუმრობით უთხრა, ჩემ გასვენებაში შემოსული ფულით გაიკეთე ოპერაციაო…
“მამიკომ მითხრა, შვილო, ჩემს გასვენებაში შემოსული ფულით ოპერაცია გაიკეთე, სხვა გზა აღარ დაგვრჩაო. ნუ გეშინია, მამიკო, დაგვეხმარებიან-მეთქი, ვუთხარი და ჩავეხუტე. ისიც ჩამეხუტა, მეფერებოდა. მეტი არაფერი უთქვამს. მერე გაიღიმა, საუბარი იუმორში გადაიტანა… მეორე დღეს მამიკომ თავი ჩამოიხრჩო. ახლა ოპერაციაც გამიკეთეს, ხელიც აღარ მტკივა, მაგრამ ჩემი მამიკო აღარ მყავს. მამიკო, ძალიან, ძალიან მიყვარდა”.
აი, ამ ქოხში ცხოვრობდნენ…
მამა 42 წლის იყო და მამა-შვილს უზომოდ უყვარდათ ერთმანეთი…
წარმოგიდგენიათ, რა ჯოჯოხეთი ტრიალებდა მამის გულში, რომელმაც შვილისთვის 2.100 ლარი ვერ იშოვა?

Comments

loading...

ყველაზე პოპულარული სტატიები