გაბუნია გალახეს? რა მოხდა სინამდვილეში - გაბუნიას ინტერვიუ
"რუსთავი 2"-ის ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია ამბობს, რომ მუქარის გამო, იძულებულია, დაცვის თანხლებით გადაადგილდეს. გაბუნიას მისამართით გავრცელებულ მუქარის შემცველ განცხადებებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ on.ge და რუსთავი 2 წერს. სინამდვილეში გაბუნია არ უცემიათ, ეს მხოლოდ სოც. ქსელებში გავრცელებული „ფეიქია“
"მიდის მუშაობა იმაზე, რომ გამომძიებლებმა ზუსტად გაარკვიონ, ვინ არის მუქარის შემცველი წერილის ავტორი. მე წარმოდგენა არ მაქვს. გამომძიებლებს აინტერესებდათ, რა ზემოქმედება იქონია ჩემზე ამ წერილმა და ფაქტია, რომ მათ შორის ამ წერილიდან გამომდინარე, მიწევს, მუდმივი თანხლებით გადაადგილება, დაცვასთან ერთად, სპეციალურ მძღოლთან ერთად, მათ შორის უკვე არა მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, არამედ სახლშიც კი, რადგან ამ მუქარის წერილში კონკრეტულად არის ნახსენები, რომ მათ იციან, მე სად ვცხოვრობ. არ არის დაკონკრეტებული, მე რა ტიპის ანგარიშსწორებით მემუქრებიან ისინი, მაგრამ ვუთხარი გამომძიებლებს, რომ ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ფორმის შურისძიება, ამიტომ, იძულებული ვარ, რომ ჩემს უსაფრთხოებაზე განსაკუთრებულად ვიზრუნო", - თქვა გაბუნიამ.
"ქართული მარში" ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან მორიგ აქციას აანონსებს. მარშის წევრების თქმით, უახლოეს დღეებში მრავალრიცხოვანი შეკრება გაიმართება და ტელეკომპანიის თანამშრომლებს მუშაობის საშუალებას არ მისცემენ.
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-თან 19 მარტს პოლიციამ "ქართული მარშის" 5 წევრი დააკავა. ისინი გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებულ შემდეგ რეპლიკას აპროტესტებდნენ. “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ, რადგან ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგა”, - თქვა გაბუნიამ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგი გამართა, რომელზეც გადაცემა P.S.-ში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ილაპარაკა. გვარამიას თქმით, "რუსთავი 2"-ის ეთიკის საბჭომ გადაწყვიტა გაბუნიას საყვედური გამოუცხადოს, ვინაიდან მის მიერ აზრის გამოხატვა ლახავდა ქრისტიან მორწმუნეთა პირად რელიგიურ გრძნობებს.
ამასთან, გვარამიამ არხის მაყურებელს, ვისი რელიგიური გრძნობებიც გიორგი გაბუნიას სიტყვებით შეილახა, ბოდიში მოუხადა.
თავად გიორგი გაბუნია ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

Comments
Post a Comment